16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ბათუმი-პერმის რეისის თვითმფრინავმა ეკატერინბურგში ავარიული დაშვება განახორციელა

ავიაკომპანია Red Wings-ის კუთვნილ საჰაერო ხომალდს, რომელიც რეისს (WZ 1450) ბათუმი-პერმის მიმართულებით ასრულებდა, ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტში იძულებითი დაშვება მოუწია.

ურალის სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ინციდენტი ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

„მარშრუტიდან გადახრის მიზეზი საჰაერო ხომალდის ერთ-ერთი საბორტო სისტემის ტექნიკური გაუმართაობა გახდა“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სზედამხედველო უწყების ცნობით, დაშვებამ საშტატო რეჟიმში, ინციდენტებისა და დაშავებულების გარეშე ჩაიარა. შემთხვევის ადგილზე სატრანსპორტო პროკურატურის სპეციალისტები მუშაობენ და მომხდარის გარემოებებს ამოწმებენ.

banner
წინა სტატიაშიახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა და სანქციების გამკაცრება იგეგმება
შემდეგი სტატიასასამართლომ ნიკა მელიაზე თავდამსხმელის მიმართ ძალადობაში ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა