ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა
ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ქალბატონი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის გამყოფ ბორდიურს შეეჯახა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მას ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიგორში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიაერაყის მოქალაქე თბილისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს