ბათუმელი სტუდენტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ – მათ ღამე უნივერსიტეტში გაათიეს

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოძრაობა გუშაგები დააფუძნეს. მათი თქმით, ისინი ქართული ოცნების და არჩევნების შედეგების წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს იწყებენ. ისინი ყველა სტუდენტს პროტესტისკენ მოუწოდებენ.

სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობაში ღამე გაათიეს. სტუდენტები წერენ, რომ ადმინისტრაციამ შუქი და წყალი გათიშა – ასევე არ აქვთ გაზი. მათივე თქმით, მოუხედავად უშუქობისა და უწყლობისა, შენობის დატოვებას არ აპირებენ.

ისინი აცხადებენ, რომ ბრძოლა გრძელდება და არ აპირებენ არჩევნების გაყალბებას შეეგუონ, ასევე მათი თქმით, ბოლომდე გააპროტესტებენ არჩევნებში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და ლექტორების ჩართულობას. ადგილზე სტუდენტებმა დღეს, 18:00 საათზე მორიგი აქცია დააანონსეს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა
შემდეგი სტატიასტუდენტები გამაგრებულები ვართ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (video)