“ბათუმელების” ოპერატორ გურამ მურვანიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

გამოცემა “ბათუმელების” ოპერატორ გურამ მურვანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რეჟიმის მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.

მურვანიძე რეჟიმის პოლიციამ 12 ივნისს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, აქციის გაშუქების დროს დააკავეს. ბრალდების მხარე მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

banner
წინა სტატიაში“მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში” -ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიამზია ამაღლობელის პატიმრობას გამოეხმაურა მარია რესა, რომლის წიგნითაც ჟურნალისტი დღეს პროცესზე მივიდა