პროსახელისუფლებო მედია ირწმუნება, რომ ექიმებმა თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი იპოვეს და იგი ჟურნალისტებს გადასცეს. ამ მტკიცებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს არცერთი ოფიციალური კლინიკა.
როგორც „ბათუმელებს“ სანდო წყაროებმა განუცხადეს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ მედპერსონალს ჟურნალისტებისთვის არავითარი წერილი არ გადაუცია.
აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით საგარეჯოს კლინიკას კომენტარი არ გაუკეთებია.
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება, ასევე უარყოფენ, რომ მედიისთვის რაიმე წერილი მიეწოდათ.
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია და განიხილება როგორც პირადი სამედიცინო მონაცემების უკანონო გამჟღავნება.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა

















