ბათუ ქუთელია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დაკავშირებულია დემოკრატიის ხარისხთან ჩვენს ქვეყანაში

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დაკავშირებულია დემოკრატიის ხარისხთან ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა არის საქართველოს ევროპული გზის ნაწილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

„არჩევნებზე ეს პირდაპირ მიბმული არ არის, ამაზე ევროკავშირმა გააკეთა განცხადება, თუმცა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დაკავშირებულია დემოკრატიის ხარისხთან ჩვენს ქვეყანაში და დემოკრატიის ხარისხი არამარტო არჩევნების დღით განისაზღვრება, არამედ იგივე წინასაარჩევნო გარემოთი, მედიის თავისუფლებით, სასამართლოს თავისუფლებით. თუ ამ მხრივ იქნება პრობლემები, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას შეექმნება საფრთხე. ვიზალიბერალიზაცია არის ერთ მნიშვნელოვანი ეტაპი ამ გზაზე“, – განაცხადა ქუთელიამ.

banner
წინა სტატიაში“ტექნიკურად საქართველომ ყველაფერი შეასრულა, მაგრამ რჩება ევროპაში მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა