ბათლომე შელია: პრობლემა ქართული ოცნების შიგნით დაწყებულ ბინძურ პოლიტიკურ თამაშშია

“პრობლემა არ არის იმაში რა შედეგი დადგებოდა იმ შემთხვევაში გრიხა ანალიზზე რომ დათანხმებულიყო. პრობლემა ქართული ოცნების შიგნით დაწყებულ ბინძურ პოლიტიკურ თამაშშია”-ასე ეხმიანება ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას დაკავების ფაქტს.
“აშკარაა, რომ ვიღაც ცდილობს ოცნების დღეს მოქმედი პოლიტიკური გუნდი ჩაანაცვლოს თავისი გუნდით.
გრიხა არ არის აქ მთავარი სამიზნე, ამის დამკვეთმა ქართული ოცნების ქალაქის საარჩევნო შტაბს მიაყენა დარტყმა და ძნელი მისახვედრი არ არის რატომ შეიძლებოდა ვიღაცას დასჭირვებოდა გრიხას შარდის ანალიზი განსაკუთრებულად….
ასეთ სიბინძურესთან გვაქვს საქმე!
კიდიათ ყველა და ყველაფერი. არც ზუგდიდი აინტერესებთ და არც ზუგდიდელები. თავიანთი ბინძური პოლიტიკური თამაშით არიან დაკავებული. მიზნის მისაღწევად მზად არიან საკუთარ თანამებრძოლებს გადაუარონ, გადათელონ და ხალხზე რომ იზრუნებენ ოდესმე ამის იმედი გაქვთ ვინმეს?!
მე არ ვიცი გრიხას მიზანი რა იყო მაგრამ, ასეთი ქმედებით სილა რომ გააწნა ამ მახინჯ სისტემასაც და დამკვეთებსაც, ეგ ფაქტია”-წერს “ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბათლომე შელია.

banner
წინა სტატიაში“ანულირებულია!” – რუსი ბაიკერებისთვის საქართველოს საზღვარი მაისის ბოლომდე დაიკეტა
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: არც შევარდნაძეს ეგონა 2000 წელს და არც სააკაშვილს 2008 წელს,რომ მათ ხელისუფლებას რამე ემუქრებოდა