ბათლომე შელია მეგის ქარდავაზე: მის ნამოქმედარს ვიმკით მთელი საქართველო 8 წელია

მინდა გამოვეხმაურო ტვ პირველის ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას: ” არავითარი მეგისი არსად აღარ დაბრუნდება, წერტილი უნდა დავუსვათ ამას, წარსული აღარ დაბრუნდება ” – არ ვიცი რა იგულისხმა უგულავამ, მაგრამ თუ ის გულისხმობს რაიმე თანამდებობაზე ჩემს დაბრუნებას, მინდა დავამშვიდო იგი და სხვებიც, რომ არანაირ თანამდებობაზე დაბრუნებას არ ვაპირებ და არც არანაირი სურვილი არ მაქვს, ხოლო რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, მე აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ვიყავი, ვარ და ვიქნები:”მუდამ საქართველოს ქომაგი”! ! !
რა ” საქმეებიც ” არუნდა “შეკერონ” ჩემს მიმართ ყველას მოტივი იქნება ერთი: “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, ვინაიდან სხვა მოტივი არც არასოდეს მქონია და არც მექნება. უგულავა კი, ყოველთვის “ბიუჯეტის ვირთხა” -დ დარჩება, რომელიც მზადაა ყველა გაწიროს საკუთარი “ტყავი”-ს გადასარჩენად-ასე ეხმაურება მეგის ქარდავა პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას.

მეგის ქარდავას ფეისბუქპოსტს გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის უფროსი ბათლომე შელია გამოეხმაურა.

“რა გაუკვირდა ამას?!
დიახ მეგისის დრო არ დაბრუნდება, ეს იგულისხმება მაგ განცხარებაში.
არ დაბრუნდება წესრიგის დაცვის მოტივით ადამიანის უფლებების დარღვევა.
არ დაბრუნდება კასრებიდან ამოტანილი კადრები, რომელივ მეგისების დროს იყო გადაღებული.
ვინმეს უნდა მითხრას, რომ არ იცოდა რა ხდებოდა?
იდიოტი იყო და მის ზურგს უკან აუპატიურებდნენ ხალხს და კამერაზე აფიქსირებდნენ?!
არ იცოდა რომ კოხტას, მის მოადგილეს შეეძლო ქუჩიდან მისი შეხედულებისამებრ მოეხსნა ტიპი, წაეყვანა და მორალურად და ფიზიკურად ეპრესა როგორც თვისთონ გაუსწორდებოდა ისე?!
არ იცოდა, რომ მისი ხელის ბიჭი სამუშია დუბინკას ურტყამდა თავში ოპოზიციის წარმომადგენლებს აქციის დროს?!
არ იცოდა რომ წესრიგის დაცვა, თანაქალაქელების უფლებების შელახვაში გადაეზარდა?!
არ დაბრუნდება ის დრო არასოდეს.
მის ნამოქმედარს ვიმკით მთელი საქართველო 8 წელია და კიდევ გონორით ლაპარაკობს ეს ნაგლი და აყეფებს თავის ყოფილ ჯალათებს.
როგორი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს კასტილებიანი ნაძირლის საქმეზე ყველას მოუწევს პასუხისგება იმ დოზით რა დოზითაც მონაწილეობდა.
ბიძინას მთავარ იარაღადაა ქცეული, მისი დაბრუნებით აშინებს საზოგადოებას და როგორ ვაკადრეთ ბიჭს მისი დრო რომ არ დაბრუნდება ამის ღიად გამოტანა.
აი ამას რომ ვერ დაარქვა თავისი სახელი, იმიტომაცაა მიშა უპასუხისმგებლო ყოფილი მთავარსარდალი”-წერს ბოთლომე შელია.

banner
წინა სტატიაშიანზორ ბიწაძე: “ხელისუფლებამ მხარდამჭერების მოსაზიდათ პროვოკაცია დაგეგმა ”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე კახეთში ამომრჩევლებს შეხვდა