,,ბათირაშვილი… ჩატაევი… ტყუილად აქვს ქალბატონ ბესელიას იმედი… ტერორიზმში ხელშეწყობას არ პატიობენ“

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ნიკა გვარამია და უმრავლესობის დეპუტატს, ეკა ბესელიას, ამნისტიითა და გირაოთი გათავისუფლებულ იმ პირებს ახსენებს, რომლებიც isis-ის მხარდამჭერები აღმოჩნდნენ.
,,თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი – ამნისტიით გამოუშვა ეკა ბესელიამ. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, isis-ის სამხედრო მინისტრი გახდა. მსხვერპლი – რამდენიმე ათასი მშვიდობიანი ადამიანი.

აჰმედ ჩატაევი, იგივე ცალხელა აჰმედი – ქართული ოცნების ღია და ფარული ზეწოლის შედეგად, სასამართლოს მიერ გირაოთი გამოვიდა (ტერორიზმში !! ბრალდებული უცხო ქვეყნის !! მოქალაქე). გაუშვეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ (!!!), ავსტრიაში სამკურნალოდ, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით კი პროკურატურის მიერ ბრალი საერთოდ მოეხსნა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ააფეთქა ათათურქის აეროპორტი, იბრძოდა isis მხარეს. მსხვერპლი – რამდენიმე ასეული მშვიდობიანი ადამიანი.

აი, ამ ტერორისტების გარეთ გაშვებაზე და კვლავ ტერორისტულ საქმიანობაში, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, ჩართვაში პასუხისმგებელი პირები აუცილებლად მძიმედ დაისჯებიან, თან საერთაშორისო ზეწოლით. და სულ ტყუილად აქვს ქალბატონ ბესელიას და მასთან ერთად ამ ყველაფერში ჩართულთ იმედი, რომ მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იკმარებენ, ან პოლიტიკური ამნისტია გადაარჩენთ. ტერორიზმის ხელშეწყობას არ პატიობენ.

banner
წინა სტატიაში“არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ის არ აღიარებს დანაშაულს” – ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატი
შემდეგი სტატია“მე მგონი, არ ვაცლით ძალოვნებს მუშაობას” – ჩუგოშვილი სპეცოპერაციაზე