14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ბატეთის ტბა უკონკურენტო აუქციონზე 19-წლიანი იჯარით გაიცა

ბატეთის ტბა უკონკურენტო აუქციონზე 19-წლიანი იჯარით გაიცა – მეიჯარემ წელიწადში 17 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

ამის შესახებ რადიო თავისუფლება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ცნობილია, რომ უწყების მიერ გამოცხადებული აუქციონი 12 აგვისტოს დასრულდა და მასში მხოლოდ ერთი კომპანია – შპს „ბატეთი რეზორტი“ მონაწილეობდა.

გამოცემის ცნობითვე, ამავე კომპანიამ, „ბატეთი რეზორთმა“, შარშან 20-წლიანი იჯარით მიიღო ბატეთის ტბის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთიც (4.2 ჰექტარი). აუქციონის პირობების მიხედვით, იქ არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიაში საჯარო სივრცეში სახის დაფარვა კანონით აიკრძალება
შემდეგი სტატიავიქტორ ყიფიანი ღარიბაშვილზე: ეს რამდენიმე დღე კიდევ ერთი ილუსტრაცია და დემონსტრაციაა, რა გვჭირდება და რა არ გვჭირდება