5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

“ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა” – დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით – ყაზახეთის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა – 2009 წელს დაბადებულ ნ.ლ.-ს.

არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ნარკოდანაშაულისთვის 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს
შემდეგი სტატია“ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას” – დაკავებულია დაცვის პოლიციის თანამშრომელი