ბასილაია: სააკაშვილმა ყველა ის მითი, სტერეოტიპი დაამსხვრია, რაც უკავშირდება მისი მხრიდან შესაძლო თანხის გაფლანგვის ბრალდებას

მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი, სტერეოტიპი დაამსხვრია, რაც უკავშირდება მისი მხრიდან შესაძლო თანხის გაფლანგვის ბრალდებას – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვას მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება ყველა იმ ნარატივს აჟღერებდა, რაც უნდა გაშუქებულიყო სახელმწიფო მედიაში.

“დღეს პროცესზე პროკურორების ნაცვლად პოლიტიკური პროპაგანდისტები ისხდნენ, ახმოვანებდნენ პოლიტიკურ მესიჯებს, რაც ,,ქართული ოცნების” ნარატივია და რაც სურთ, პროსახელისუფლებო მედიაში გაჟღერდეს. ეს არ იყო პროკურორების სიტყვა, სახელმწიფო ბრალდება, ეს იყვნენ პოლიტიკური შედეგით დაინტერესებული პირები. ეს ერთი.

მეორე- დღეს თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი, სტერეოტიპი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა ამ საქმის ფარგლებში თითქოსდა თანხის გაფლანგვას. როცა საუბრობენ ბოტოქსზე, საზღვარგარეთ თანხების გაფლანგვაზე, მკაფიოდ ახსნა, რომ ეს იყო სამკურნალო პროცედურები, დაკავშირებული კონკრეტულ სამედიცინო ჩვენებებთან, ამავდროულად, ეს იყო საერთაშორისო ვიზიტები არაოფიციალურ ფორმატში საიმისოდ, რომ არაღიარების პოლიტიკა ყოფილიყო წარმატებული – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ხომ უმრავლესობა ვართ? ისინი ყიდულობენ ფარებს, ტყვიებს ახალ მანქანებს, ემზადებიან, რათა საკუთარ ხალხს გამოუცხადონ ომი”
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ხომ არ სჯობს, რომ მიუხედავად ჩემდამი თქვენი დამოკიდებულებისა, დაგმოთ წამება, წამება არა მესამე პრეზიდენტის, არამედ საქართველოს პატრიოტის