ბასილაია: რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს

“რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს, არა მხოლოდ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, არა მხოლოდ პატიმრობის კოდექსი, მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. მათ თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენო ადამიანის პერსონალური მონაცემები და გაავრცელო კადრები იმისთვის, რომ მოახდინო მოშიმშილე პატიმრის დისკრედიტაცია – ეს დანაშაულია.

რეალურად, 30 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან მედიკამენტების მიღება დამატებით საფრთხეს უქმნიდა მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მოხდა ამ საშუალებების გამოყენება სასიცოცხლო ფუნქციების მინიმალურ დონეზე შესანარჩუნებლად. ეს არის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, როგორც სამკურნალო პრეპარატი და არა როგორც საკვები საშუალება.”- განაცხადა პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტის კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაში“არავის ეგონოს, რომ ეს ყველაფერი დღეს დამთავრდა” : მეუფე ამბობს, რომ “ბოროტ სულს” არ სძინავს
შემდეგი სტატიაგიორგი ხარჩილავა: არ ვიქნები ერთპარტიული მერი