ბასილაია პროკურორს – ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, რამდენ პრემიას ელოდებით?

ბატონო არჩილ, თქვენ აქ ხართ, ამ პროცესზე იმიტომ, რომ გაქვთ ხმის კარგი ტემბრი და დაგესვათ კითხვა- „ვეკითხები ბრალდებულ სააკაშვილს“, – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბესილაიამ საქმის პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს და ამასთანავე იკითხა, რა ოდენობის პრემიას ელოდება სახელმწიფო ბრალმდებელი ამ განცხადებისთვის.

„ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, თქვენ რამდენ პრემიას ელოდებით? თქვენ ამისთვის ხართ ამ პროცესზე, რომ გეთქვათ „ბრალდებულო სააკაშვილო“, მე მინდა თქვენ გკითხოთ, განა გიღირთ ის პრემია, რომელსაც ელოდებით ამ განცხადებისთვის? როდესაც პოლიტიკური სიო სხვაგან უბერავს, თქვენი სამართლებრივი პროცესი იცვლება და მორალის კითხვის უფლება თქვენ არ გაქვთ,“- მიმართა ბექა ბასილაიამ პროკურორს.

banner
წინა სტატიაშიპროკურორების აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატია3 საათით ადრე მომიყვანეს და სასამართლო 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არა – სააკაშვილი