ბასილაია – პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები გიორგი გელხაური, ბექა ბასილაია და ნიკა გვარამია მივიდნენ.

„დღეს შიმშილობის მეათე დღე დადგა, რაც გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის დამძიმებას, ეს არის ბუნებრივი.

გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა, როგორი აქვს წნევა, სატურაცია და ა.შ. მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს და თავის დამშვიდება, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ჩვენ არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე იყო, ამაზე ღიად ვსაუბრობდით. ის, რომ თაფლი შეიძინა და საკვებს იღებსო, არის ტყუილი. როდესაც ადამიანი იღებს გარკვეულ ნატურალურ წვენს ესეც შიმშილობაა“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
შემდეგი სტატიაბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა