ბასილაია – პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს

პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს. გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან მოთხოვნა იყო მოსული, ტელევიზიიდან გაიგო ადვოკატების მეშვეობით, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია, თუმცა სააკაშვილი პროცესზე დასწრებას შეძლებდა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გართულებულია. ამ ვითარებაში საერთოდ მის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, თუ რა მონაკვეთი დარჩა, ამის თქმა ძალიან რთულია. მას უკვე დაეწყო შიმშილობისგან გამოწვეული ტკივილები, შინაგანი ორგანოების ტკივილები. ამავდროულად, სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს. გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან მოთხოვნა იყო მოსული, ტელევიზიიდან გაიგო ადვოკატების მეშვეობით. არც კი მსჯელობს პენიტენციური სამსახური, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას პროცესზე. მიუხედავად დიდი ტკივილის და სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა სურვილი, მოიკრებდა ძალებს და გადავიდოდა პროცესზე. პროცესზე ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება. ამ პროცესზე ასევე აღკვეთის ღონისძიების გაუქმება უნდა მოხდეს და დღესვე მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების უფლება. პენიტენციური სამსახური უბრალოდ დუმს. მეტიც, პასუხი არ აქვთ, რატომ არ გააცნეს სასამართლო მოთხოვნა სააკაშვილს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – ეკატერინე ტიკარაძემაც ყველა სხვა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედა და უარი განაცხადა დეპუტატებთან შეხვედრაზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან