ბასილაია მოსამართლეს: ბასილაია მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი იმართება, სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან სასამართლო დარბაზში მოყვანის საკითხი უზრუნველყოს.

„თუ ის უზრუნველყვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში მისი ნებართვის გარეშე მოტყუებით გაეტაცათ და არაფერი მომხდარიყო, ის რატომ არ უნდა უზრუნველყონ, როდესაც მოთხოვნა 24 საათით ადრე მიუვიდათ, აქ მოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი?! თუ არ არის იმის შიში, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს საზოგადოების წინაშე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ გთხოვთ, უზრუნველყოთ სასამართლო სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა. თუ სასამართლო ამას არ უზრუნველყოფს, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი. ეს პროცესი არის, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ორთვიანი ვადა გადის, აღკვეთის ღონისძიებაა გადასასინჯი და სასამართლო ვადას ვერ გაექცევა, მეტი არაფერი. ბოდიში, მოსამართლეები ხართ, კეთილი ინებეთ და ახლავე უზრუნველყავით, სააკაშვილის პროცესზე მოყვანა“, – აცხადებს ბასილაია.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სურვილი და შესაძლებლობაც აქვს იმისა, რომ მივიდეს სასამართლო პროცესზე.

წინა სტატიაშიკაკაბაძე კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს მიმართავს: მოგიწოდებთ, რომ თქვენი განცხადებები დააფუძნოთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა უფრო ფართო წრისგან მიღებული ინფორმაციების ანალიზს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას სასამართლოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს