ბასილაია – გაიტაცეს და მოათავსეს იქ, სადაც მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი

გლდანის მე-18 დაწესებულებასთან, სადაც მესამე პრეზიდენტი მოტყუებით გადაიყვანეს, მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

ადვოკატები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ. როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ციხის ადმინისტრაციას არავითარი საფუძველი არ აქვს, რომ ვიზიტზე მათ დღესაც უარი უთხრას.

“ყველაზე მთავარი არის ის,რომ მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული. პატიმრობაში მყოფი ადამიანი მოიტაცეს ერთი ადგილიდან და გადმოიყვანეს მეორე ადგილზე. კრიმინალი ჩაიდინა ხელისუფლება. ჩვენ დღეს უნდა შეგვიშვან, არანაირი საფუძველი ჩვენი არ შეშვების არ აქვთ. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მძევლობიდან გადაიქცა შურისძიების ობიექტად ქართული ოცნების პრორუსული ხელისუფლების მხრიდან. მათ არ აკმარეს მიხეილ სააკაშვილს ის კანონდარღვევები, რაც მთელი ამ თვენახევრის მანძილზე ხდებოდა, გაიტაცეს და მოათავსეს იქ, სადაც მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი, სადაც მის მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.

მინდა მივმართო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს, “ქართული ოცნების” ამომრჩეველს, ვის მოსწონს მესამე პრეზიდენტის მიმართ ის, რაც გუშინ განხორციელდა, რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს, რომელ პატიოსან ადამიანს შეიძლება ეს მოსწონდეს”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ
შემდეგი სტატიამელია – არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს – საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური