ბასილაია: ასერიზულია პატიმარ პრეზიდენტს შეედავო, რატომ მიესალმე შენს მხარდამჭერებსო

 პატიმარ პრეზიდენტს ციხის ფანჯრიდან მხარდამჭერებისთვის მისალმება შესაძლოა, სანქციების ფასად დაუჯდეს. პენიტენიცური სამსახური მიხეილ სააკაშვილს პატიმრის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია ბრალდებას ბლეფს უწოდებს და ამბობს, რომ სამართლებრივი დავის შემთხვევაში, ისინი ბრალს გაასაჩივრებენ.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახურის მსგავსი განცხადებები არ გვაშფოთებს. ეს არის მორიგი, სრულიად არასერიოზული საქციელი, როდესაც პენიტენციური სასმახური ასაჯაროებს ადამიანის შხაპის მიღების გრაფიკს. ჩვენ არ გავქვს არანაირი იმდგვარი მოლოდინები, რომ ამას რაღაც სამართლებრივი შედეგები უნდა დაუკავშირდეს, იმიტომ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ბლეფი და არასერიოზული ადამიანს შეედავო, ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს, რომ რატო მიესალმე შენს მხარდამჭერებსო. თუ ამასთან დაკავშირებით იქნება სამართლებრივი აქტები, ამ საკითხებსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, – ამბობს ბექა ბასილაია.

რუსთავის მე-12 პენიტენიცურმა დაწესებულებამ გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შხაპის მიღების გარემოებით ისარგებლა, რადგან იქ ციხის თანამშრომლებს შესვლა ეკრძალებათ და მხარდამჭერებს ფანჯრიდან მიმართა.

banner
წინა სტატიაშიდარჩიაშვილი – 2021 წლის მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსაციის მაჩვენებელში საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა, რითაც ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებსა და ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი:კაცი ადრე ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, სხვადასხვა პროდუქტთან ერთად იმოგზაურა, კატასტროფაა