ბასილ კობახიძე: „სირცხვილიას“ დამრბევებს შორის ჩანს მეუფე სტეფანეს დიაკონი ნიკოლოზ კუპრეიშვილი აბაშიდან

“ლექსო ლაშქარავა თავის უკანასკნელ ინტერვიუში, რომელიც მთელმა საქართველომ ნახა, ამბობს, რომ მასზე მოძალადეების ნაწილი ერთმანეთში სვანურად ლაპარაკობდნენ. მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი მართავს როგორც ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას, ასევე ჭყონდიდის ეპარქიას.

„სირცხვილიას“ დამრბევებს შორის ჩანს მეუფე სტეფანეს დიაკონი ნიკოლოზ კუპრეიშვილი აბაშიდან. ცხადია, რომ ლექსოზე მოძალადეები მეუფე სტეფანეს თბილისში ძალადობისათვის გამოგზავნილი მრევლის დაჯგუფებიდან იყვნენ. სტეფანემ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიიდან ერთხელ უკვე გააგზავნა მოძალადე მრევლი მარტვილში ბზობაზე და მათი ძალადობა ასევე მთელმა საქართველომ იხილა ტელევიზიით.

მეუფე სტეფანე 5 ივლისამდე მრავალჯერ მოუწოდებდა მედიის საშუალებით მრევლს ძალადობისაკენ. ცხადია, რომ მეუფეებს და უშიშროებას ჰქონდათ ერთობლივი გეგმა და კონკრეტული მეუფეები თავის მოძალადე მრევლს კონკრეტულ ადგილას აგზავნიდნენ. ამ შემთხვევაში მეუფე სტეფანეს მრევლის ბანდიტები გაიგზავნენ „სირცხვილიას“ ოფისის დასარბევად. პოლიციამ სასწრაფოდ უნდა დააკავოს მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი, მამა ნიკოლოზ კუპრეიშვილი და მათი მრევლის ტერორისტები. ფოტოზე მეუფე სტეფანე და მამა ნიკოლოზ კუპრეიშვილი ღმერთისათმი აღვლენილ მხურვალე ლოცვისას”,-წერს ბასილ კობახიძე

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: სიმართლით დაუპირისპრიდებიან პროპაგანდის მანქანას, რომელიც სიბინძურეებს უვრცელებს ლექსო ლაშქარავს
შემდეგი სტატიაოთხოზორიას დედა ლაშქარავაზე: ჩემს შვილთან ერთად დაგტირი, ღირსეულო ქართველო