ბასილ კობახიძე: ამ ნაძირალა წმინდა სინოდმა ვაქცინაზე შავბნელი დადგენილება მიიღო

ამ ნაძირალა წმინდა სინოდმა ვაქცინაზე შავბნელი დადგენილება მიიღო, რითაც საბოლოოდ აუნთო მწვანე შუქი მეუფე-მამაოების ანტივაქსერული შხამიანი ქადაგებების ნიაღვარს. იმის მაგივრად, რომ ამ პანდემიის დროს მრევლისთვის მოეწოდებინათ აუცილებლად აიცერითო, ხოლო მთავრობისთვის ეთქვათ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ვაქცინა სასწრაფოდ შემოიტანოთო, ეს არამზადა მეუფეები ისევ თავის კონსპიროლოგიურ ბოდვებს მიჰყვებიან. ამ ურჯულო მეუფეებმა ეკლესიიდან მოკვეთეს გირჩის ათასობით ახალგაზრდა, როდესაც ქრისტიანული თვალსაზრისით, ეკლესიიდან მოსაკვეთი თვითონ ეს გადარყვნილი მეუფემამაოები არიან. ჩვენი სულიერი მამები ამაზე არ გაჩერდნენ და კიდევ რამდენიმე ნაძირლური დადგენილება მიიღეს-წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე საკუთარ Facebook გვერდზე. გამოქვეყნებული განჩინების მიხედვით, ეკლესიის წმინდა სინოდმა ანტივაქსერული განცხადებები არ დაგმო და ნებაყოფილობითობას მიესალმა.

ვირუსის ბლოკატორები