„ბასიანის“ საქმის მოსამართლე – ბრალდებულს აქვს კარგი წარსული, მაგრამ მხოლოდ კარგი წარსული არ კმარა

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის საქმის მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ ბრალდებულს აქვს კარგი წარსული, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.

„ბრალდებულს აქვს კარგი წარსული, მაგრამ მხოლოდ კარგი წარსული არ კმარა. მე ვერ შევაფასებ თქვენ ქმედებას, როგორც კანონმორჩილი მოქალაქის ქმედებად.

თქვენ აქ მოხვედით და არ მიიმალებით, ახალი დანაშაულის ჩადენაზე მე სხვა წარმოდგენები მაქვს. თქვენ მოქმედებდით სიმთვრალეში. რა უბედურებაა – ფეისკონტროლი ვერ გაიარეთ და ამას მოყვა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

banner
წინა სტატიაშიგვჯერა, სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ დეკანოზმა მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ანგარების მიზნით დაგეგმა – პროკურორი
შემდეგი სტატიაგლეხს სწავლა რომ უყვარდეს გლეხი არ იქნებოდა – დავით ჭიჭინაძე