“ბასიანი” დღეს არის პოლიტიკური ტყვე შინაგან საქმეთა სამინისტროსი – ტატო გეთია

“ბასიანი” დღეს არის პოლიტიკური ტყვე შინაგან საქმეთა სამინისტროსი,” – ეს განცხადება, კლუბ “ბასიანის” მფლობელმა ტატო გეთიამ გააკეთა. გეთია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
კლუბ “ბასიანის” დამფუძნებლები, თანამშრომლებთან და მხარდამჭერებთან ერთად, აქციებისთვის ემზადებიან. მათი მტკიცებით, კლუბი “ხელისუფლების პოლიტიკური მძევალია.”
“ბასიანი” დღეს არის პოლიტიკური ტყვე შინაგან საქმეთა სამინისტროსი. გუშინ იქნა დაბარებული მთელი “ბასიანის” გუნდი, მთელი დღე ისინი დაკითხვას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას გადიან,”-აცხადებს კლუბ ბასიანის მფლობელი, ტატო გეთია.
კლუბ “ბასიანის” დამფუძნებლების დაკითხვა პოლიციის მთავარ სამმართველოში დღის ბოლოს დასრულდა. პროცესი საგამოძიებო უწყებაში მთელი დღის განმავლობაში მიმდიანრეობდა.
არ არის გამორიცხული დაკითხვები დღესაც გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშიდავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოისტები ფედერაციასთან შეიკრიბებიან
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება