ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის 24 ქვეყნის მოქალაქეები არიან

ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის 24 ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდების, არგენტინის, ვენესუელის, ბელგიის, ავსტრალიის, უნგრეთის, პერუს, რუმინეთის, ირლანდიის, საბერძნეთის, დანიის, კუბის, მაკედონიის, ჩინეთის, იტალიისა და ალჟირის.

ცნობილია, რომ გარდაცვლილთა შორის გერმანიის სამი, ბელგიის ერთი და იტალიის ერთი მოქალაქეა.

ამასთან, დაშავებულია საფრანგეთის 26 მოქალაქე, მათგან 11 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი სამი წლის გოგონაა. ასევე, დაკარგულია 7 წლის ავსტრალიელი ბიჭუნა, ხოლო მძიმედ დაშავებულია 6 წლის გოგონა.

banner
წინა სტატიაშისემეკის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების გამო, პატრული გამოიძახეს
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ,,ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესში „კომპეტენციის ფარგლებშია ჩართული“