4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ბარსელონაში საპროტესტო აქციაზე ღამით მომხდარი არეულობის შემდეგ 128 ადამიანი დააკავეს

euronews-ის ინფორმაციით, ბარსელონაში საპროტესტო აქციაზე ღამით მომხდარი არეულობის შემდეგ 128 ადამიანი დააკავეს.

არეულობა შაბათს, დღის მეორე ნახევარში, კატალონიის მოედნის მიმდებარედ დაიწყო. ახალგაზრდების ჯგუფებმა მაღაზიები გაძარცვეს, ქუჩის ინფრასტრუქტურა დააზიანეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები და სხვა მძიმე საგნები ესროლეს, რამდენიმე ჯგუფმა კი ბარიკადები აღმართა, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია.

პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო და 128 ადამიანი დააკავა, მათგან დაახლოებით მეოთხედი არასრულწლოვანი. ღამის განმავლობაში დაშავდა პოლიციის 15 თანამშრომელი.

აქცია, რომელიც სოციალურ ქსელებში „Instituts Indignats“-ის (აღშფოთებული მოსწავლეები) სლოგანით ვრცელდებოდა, მიზნად ისახავდა ფრანგული ახალგაზრდული მოძრაობის – „Lycéens Indignés“-ის – კატალონიის დედაქალაქში გადმოტანას.

ესპანური მედიის ცნობით, დემონსტრაციაში, ყველაზე აქტიურ ფაზაში, დაახლოებით 600 ადამიანი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ევროპის ქვეყნების ზოგიერთი ხელმძღვანელი სუსტია და არ შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ხდება
შემდეგი სტატიაძმები ფეიქრიშვილების დედა – წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან საკანში ყიფიანი შევიდა, ციხესთან მივდივართ