ბარსელონაში პუჩდემონის გამო არეულობები დაიწყო

ესპანური მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც 25 მარტს გერმანიაში, კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელი და რეგიონის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი  კარლეს პუჩდემონი დააკავეს, ბარსელონაში სიტუაცია გამწვავდა.
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ძალები პუჩდემონის დაკავებამ აღაშფოთა და ისინი მასობრივად ქუჩაში გამოვიდნენ. აქციის მონაწილეებმა ძირითადი შეტევები, კატალონიაში ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობისა და გერმანიის საკონსულოს შენობებზე მიიტანეს, რომლის დასაცავად მობილიზებულ პოლიციელებთან შეტაკებები მოხდა. მომიტინგეები პოლიციელების მისამართით ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს, აცხადებს ესპანური მედია.

banner
წინა სტატიაშიტრაგედია რუსეთში-ათეულობით ადამიანი ცოცხლად დაიწვა
შემდეგი სტატიახეების ოლიგარქიული ტურიზმი-ფოტო ექსკლუზივი