ბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება

ესპანეთის პოლიციამ ბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად წარმოშობით მაროკოელი, ესპანეთის მოქალაქე, 17 წლის მუსა უკაბირი დაასახელა. ამის შესახებ ABC-ის ესპანურენოვანი ბიურო იტყობინება. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ახალგაზრდა მართავდა ფურგონს ბარსელონაში რამბლას ბულვარში. ამჟამად მისი ძებნის ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

თავდაპირველად პოლიციამ მანქანის სავარაუდო მძღოლად მისი ძმა, დრის უკაბირი დაასახელა და მისი ფოტოც გაავრცელა, თუმცა მალევე უკაბირი პოლიციის ბარსელონადან 60 მილის მოშორებით ჩაბარდა და განაცხადა, რომ მას მოპარეს საბუთები, რომლითაც ფურგონი იქირავეს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ბარსელონაში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირები გაზის ბალონების გამოყენებას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters კატალონიის მთავრობის წარმომადგენელზე ხოაკიმ ფორნზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი პრიორიტეტია, დავადგინოთ ამ პირთა ვინაობა, დავამტკიცოთ მათი კავშირი მონაწილე სხვა პირებთან, რომლებმაც გაქცევა შეძლეს“, – განაცხადა ფორნმა.

შეგახსენებთ, ბარსელონაში განხორციელებულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე კატალონიაში მდებარე ქალაქ ალკანარში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ადგილზე გაზის ბალონები აღმოაჩინეს. პოლიცია აცხადებს, რომ ალკანარაში მომხდარი აფეთქება ბარსელონაში, რამბლას ბულვარში განხორციელებულ ტერაქტთან არის დაკავშირებული.

 

banner
წინა სტატიაშისხდომაზე ხმაურის მიუხედავად, სემეკ-მა „თელასის“ საკითხს კენჭი უყარა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამოცხადდა