ბარსელონას ცენტრში ფეხით მოსიარულეებზე ფურგონის დაჯახების შედეგად 4 ადამიანია დაღუპული

ბარსელონას ცენტრში ფეხით მოსიარულეებზე ფურგონის დაჯახების შედეგად 4 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას გამოცემა “დეილი მეილი” ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად სხეულის დაზიანება 20-მდე ადამიანმა მიიღო. ამ წუთებში ქალაქის ცენტრში ეჭვმიტანილის სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელმაც შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი საგანგებო სამსახურებთან მუდმივ კონტაქტზეა. მთავრობის მეთაური პრიორიტეტად დაშავებულების დახმარებას ასახელებს.
კატალონიის პოლიციამ ბარსელონაში მომხდარ ფაქტს ტერაქტი უწოდა.

 

ესპანეთის სამეფოს ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. 

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია.

 

banner
წინა სტატიაში| ვიდეო| ბარსელონაში მანქანა ხალხმრავალ ადგილას შევარდა
შემდეგი სტატიაპუშკინის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში სპეცოპერაცია ჩატარდა