„ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენი ქალაქი გაამწვანონ“ – დავით ნარმანია ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს

თბილისის მერი დავით ნარმანია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძრის ხელოვნურად გაჩენასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს. დედაქალაქის მერი ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს:

„ეს არის ნახანძრალი ხეები, როდესაც ზაფხულის განმავლობაში ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია მათი ასეთი ქცევა, როდესაც ისევ დეზინფორმაციით ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უკეთესი იქნება ჯერ საკითხში გაერკვნენ, მოგვისმინონ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები. კიდევ უფრო უკეთესი იქნება ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენი ქალაქი გაამწვანონ, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე, თუ ასე შესტკივათ გული ჩვენს ქალაქსა და მის გამწვანებაზე, გაამწვანონ,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე და ქუმსიშვილი პრემიერობისთვის იბრძვიან
შემდეგი სტატიამეუფე დიმიტრი დაიკითხა