“ბარიგები არის მაგრამ ეს ოჯახი ეგეთი ოჯახი არ არის” – ფონიჭალაში სპეცოპერაცია გრძელდება

ფონიჭალაში ამ დრომდე სპეცრაზმია მობილიზებული. სპეცოპერაცია ერთ-ერთ სახლში მიმდინარეობს, რომელიც სამართალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული. ადგილზე სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები უკვე 4 საათზე მეტია მიმდინარეობს.

სავარაუდოდ საქმე ეხება ნარკოვაჭრობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებს არ ახმაურებს. ცნობილია მხოლოდ ის რომ ნარკოვაჭრობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი და სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეზობლების ინფორმაციით, ოჯახში დედა და ორი შვილი 21 და 24 წლის მამაკაცები ცხოვრობენ, რომლებიც თავს მანქანის ხელოსნობით ირჩენენ.

„მართალი ხართ, ფონიჭალაში ბარიგები არის მაგრამ ეს ოჯახი ეგეთი ოჯახი არ არის. ესენი ბარიგა არ არის,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართალდამცავთა ყურადღებას მათი ფეშენებელური სახლები იქცევს და პოლიციას უჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ნარკოვაჭრობის ფაქტებს.

„არ არიან ესენი ეგეთი ხალხი წამალზე, რომ ვაჭრობენ. არ ყიდიან ესენი წამალს. მერე მოდიან და იძახიან ვილა არის. მე ფული რომ მაქვს მეშოკით და რუსეთში რომ ვმუშაობ და აქ რომ ვმუშაობ ეს აღა უნდა ვაშენო?,“- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა დაახლოებით, 8 100 ევრო, 13 ათასი დოლარი და 10 ათასი ლარი წაიღეს
შემდეგი სტატიავინც ჩვენი ფასეულობების ერთგული არ დარჩება, ჩვენს გვერდით ვერ იქნება