18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“ბარემ დამხვრიტეთ” – ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ალეკო ელისაშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა  სხდომაზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა. 

როგორც ცნობილია, დაკავებულ პოლიტიკოსს პროკურატურისგან აინტერესებდა, რატომ არ არის დაკავებული ამ დრომდე მის მიერ ძალადობაში მხილებული პოლიციელი-ზაქარია ჩოხელი.  

“რატომ არ მალაპარაკებთ? რატომ არ მაძლევთ სიტყვის თქმის უფლებას? პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არ არის დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში? – ბარემ დამხვრიტეთ პირდაპირ, მაინც იმას გააკეთებ, რასაც გეტყვიან, ჩამომახვრჩვეთ ბარემ”,_  თქვა გავრცელებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს.

2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.

banner
წინა სტატიაშიგორში პარკინგის მეთვალყურე დაჭრეს
შემდეგი სტატიასააკაშვილის ფოტო შარმანაშვილის კაბინეტში – “ოცნების” დეპუტატი განმარტებას აკეთებს