ბარბარა სტრეიზანდმა დონალდ ტრამპზე სატირული სიმღერა შეასრულა

5ამერიკელმა მომღერალმა ბარბარა სტრეიზანდმა აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპისადმი დამოკიდებულება სიმღერით გამოხატა.
მომღერალმა ჰილარი კლინტონის კამპანიისათვის თანხის შეგროვების ღონისძიებაში 1970-იანი წლების ჰიტი “Send in the Clowns” შეასრულა.

“ის მდიდარია, ან ღარიბი, სანამ შემოსავლებს არ გაასაჯაროვებს, ვინ იცის ამის შესახებ” – მღეროდა სტრეიზანდი, ამით ტრამპის უარზე მიანიშნა, საკუთარი საგადასახადო დეკლარაციის გასაჯაროვების შესახებ.
“ვინ დაიქირავებს ამ კლოუნს. ამ მოწყებილ ვულგარულ კლოუნს. შენ განთავისუფლებული ხარ, კლოუნო” – ნათქვამი იყო სიმღერაში.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებს ცუდი წებოს გამო გადაიტანენ
შემდეგი სტატიაავაკოვმა განაცხადა, რომ კიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაკავებისას გაიქცა