ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა დღეს 15:30 საათიდან 17:30 საათამდე, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგების გამო მოხდება.
საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი.
მერიის განმარტებით, ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა სრულად აღდგება.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ერთ საათში ქართულ მხარეს რვა ქართველ ტყვეს გადასცემენ
შემდეგი სტატია“გვაქვს ძალიან მყარი საფუძველი, ისტორია, ტრადიციები, მაგრამ მხოლოდ ამით ფონს ვეღარ გავალთ”