ბარამიძე: შეუძლებელია პუტინის მარიონეტებს რაიმე სახის თანხვედრა ჰქონდეს ცივილიზებულ სამყაროსთან, ამიტომ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, ისევე როგორც ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა

“შეუძლებელია პუტინის მარიონეტებს რაიმე სახის თანხვედრა ჰქონდეს ცივილიზებულ სამყაროსთან, ამიტომ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, ისევე როგორც ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ კობაძის წერილთან დაკავშირებით

“ამ კრიმინალურმა რეჟიმმა იმიტომ ვერ მიიღო პრეზიდენტ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან, რომ მათ არ აღიარებენ. ურთიერთობა აშშ-ის ხელისუფლებას თურქმენეთთანაც აქვს და სხვა დიქტატორულ რეჟიმებთანაც შეიძლება ჰქონდეს კონტაქტი, ხოლო რაც შეეხება თანხვედრას, არაფერში არ არის თანხვედრა, ეს არის მოჩვენებითი თანხვედრა, ისევე როგორც ივანიშვილის ბანდას სურდა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება, არაფერში თანხვედრა არ აქვთ ცივილიზებულ სამყაროსთან ელემენტარულად იმიტომ, რომ პუტინის რეჟიმს და მის მარიონეტებს რაიმე დამთხვევა ჰქონდეს აშშ-ის ადმინისტრაციასთან თუ ნებისმიერი სხვა ცივილიზებული ქვეყნის ადმინისტრაციასთან. ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი და უარესს გააკეთებდნენ, ვიდრე ეს ხდება ოკუპირებულ ჩეჩნეთში, მაგრამ აქეთკენ მიემართებიან. კრიმინალური ბანდა ცდილობს რაღაცებს, მაგრამ სუო მალე გამოაცხადებენ, რომ პრეზიდენტი ტრამპიც დამარცხდა დიფ სთეითთან, საერთოდ ყველა დამარცხდა, ევროკავშირიც, აშშ-იც, მხოლოდ ამ რუსულმა ბანდამ გაუძლო დიფ სთეითის შემოტევებს.” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვანსს ღია წერილს უგზავნის

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე -პაატა მანჯგალაძე: კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი
შემდეგი სტატიასაია: სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა