ბარამიძე: სამადაშვილი დოკუმენტზე ხელმოწერით პარტიას გაემიჯნა

“მიმაჩნია, რომ თვითონ გაემიჯნა პარტიას. პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ და მან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე, სალომე სამადაშვილი მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ 5 პუნქტიან დოკუმენტზე ხელმოწერაზე კომენტირებისას “ღამის კურიერთან” განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ სალომე სამადაშვილის პოზიციას იზიარებენ რომან გოცირიძე და თინა ბოკუჩავა, ბარამიძემ პასუხობს:

“ამას თვითონ დააფიქსირებს ნებისმიერი პიროვნება, რომელიც არჩევნების გაყალბების მიუხედავად დღეს იურიდიულად ითვლება პარლამენტის წევრად, მაგრამ მათ უარი აქვთ ნათქვამი პარლამენტის წევრობაზე,” – განაცხადა ბარამიძემ.

დღეს, 19 აპრილს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი – მათ, ვინც დღეს ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მინდა, მოვუწოდო, საქართველოს მრავალპარტიული დემოკრატიული ინტერესების გათვალისწინებით, შეუერთდეთ ხელმოწერას
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით