ბარამიძე სააკაშვილზე – ის არ არის ადამიანი, რომელიც თანამებრძოლს ეტყვის, „თქვენი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეთ და თუ გინდათ, მოკვდით“

„მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და მაშინ არ შემოუთვლია ულტიმატუმი და ახლა რატომ შემოგვითვლიდა ულტიმატუმს? არ არის სააკაშვილი ეს ადამიანი. არ შეიძლება ასე უსირცხვილოდ, არანაირი საბუთი რომ არ აქვს ტელევიზიას, ამტკიცო მთელი დღის განმავლობაში, რომ სააკაშვილმა რაღაც ულტიმატუმი შემოუთვალა თავის გუნდს და დაემუქრა”, – განაცხადა ბარამიძემ.

მან ასევე ისაუბრა შიმშილობაზე, როგორც პროტესტის უკიდურეს ფორმაზე და აღნიშნა, რომ ამავდროულად ეს არის პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი სახე.

„შიმშილობა არის პროტესტის რადიკალური და უკიდურესი, მაგრამ ამავდროულად მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმა. გამომდინარე ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან, რომელიც უმძიმესია, მოგვარებას საჭიროებს და პოლიტიკური პროცესის თითოეული მონაწილისგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი პროტესტი ყოფილიყო უკიდურესი და ამავდროულად მშვიდობიანი, რადგან თუკი რაიმეს შეუძლია სიკეთე მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, ამას ხელი არ შეუშალოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე წევრმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისთან განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დამატებით, 99 ოჯახი დაკმაყოფილდება
შემდეგი სტატიასოფელ ვერტყვიჭალაში რკინის არმატურის საამქრო ჩამოინგრა – უბედური შემთხვევა ხარაგაულში