ბარამიძე: მელიას და კრიმინალების გათანაბრებას ვინც შეეცდება, გავრილოვების რეჟიმის თანამონაწილე გახდება

“პოლიტიკური პატიმარი ნიკა მელიას და ამ კრიმინალების ერთ სიბრტყეზე დაყენება და გათანაბრება.
ვინც ამას შეეცდება, გავრილოვების ქოცური რეჟიმის უნამუსობისა და დანაშაულის თანამონაწილე გახდება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წვერი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ენმ ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვს, რადგან ნიკა ქოცების პოლიტიკური საბჭოს (როგორც კობახიძემ აღიარა) გადაწყვეტილების შემდეგ დააპატიმრეს და იგი არის ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმარი, იბადება მარტივი კითხვა, ნიკას გათავისუფლების საპირწონედ, ქოცების ხელისუფლება რატომ ჩალიჩობს, (მათი საჯარო განმარტება მაინტერესებს) რომ ოკუპაციის გამპროტესტებელი ახალგაზრდების თვალების დამთხრელები დაიხსნას შესაძლო პასუხისმგებლობისგან?
ჩემთვის ამის ახსნა მარტივია, გავრილოვების რეჟიმმა იცის, რომ 20 ივნისს დაღვრილ სისხლზე და ჩადენილ დანაშაულზე, მალე კანონის წინაშე, მოუწევს პასუხისგება და ამით ცდილობენ ეს პასუხისმგებლობა აარიდონ ჯერ უკანონო ბრძანების შემსრულებლებს და შემდეგ, ამ უკანონო ბრძანების შემსრულებელ ივანიშვილს, გახარიას, ჩუბინიძესა და სხვა ქოც ხელისუფლების მპყრობელებს.
ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია, პოლიტიკური პატიმარი ნიკა მელიას და ამ კრიმინალების ერთ სიბრტყეზე დაყენება და გათანაბრება.
ვინც ამას შეეცდება, გავრილოვების ქოცური რეჟიმის უნამუსობისა და დანაშაულის თანამონაწილე გახდება”, – წერს ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ
შემდეგი სტატიაბოკერია: შეთანხმების დროს არ უნდა იჩქარო, რადგან ეშმაკი დეტალებშია