ბარამიძე: გადაწყვეტილების წინააღმდეგ მივეცი ხმა, მაგრამ საჩუქარს ოლიგარქს არ გავუკეთებ

“მიმაჩნია, რომ პუტინისტი ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად, მთავარია ჩვენი გუნდის ერთიანობა და ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთად გაგრძელება, ბუნებრივია პატივს ვცემ საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ენმ პოლიტიკურმა საბჭომ არ გაიზიარა ჩემი წინადადება, რომ პარლამენტში შესვლა არ შესვლის გადაწყვეტილება, “იდეების პრაიმერისით” მეთოდით მოგვეხდიანა და ხმათა დიდი უმრავლესობით, ჩვენი ბლოკის 33 წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება (იმ პირობით, რომ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ) მიიღო. ცხადია მე (და კიდევ 9 კოლეგამ) ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი მივეცი ხმა, მაგრამ რადგან მიმაჩნია, რომ პუტინისტი ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად, მთავარია ჩვენი გუნდის ერთიანობა და ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთად გაგრძელება, ბუნებრივია პატივს ვცემ საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას. საბჭოს გადაწყვეტილებით გაბრაზებულმა ზოგმა ენმ გულანთებულმა წევრმა, მალევე მკითხა: ამის გადაწყვეტილების გამო პარტიის დატოვებას ან პროცესებიდან გამიჯვნას ხომ არ ვაპირებ? საჯაროდ, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ამ საჩუქარს ოლიგარქს და ჩვენი გუნდის მტრებს არ გავუკეთებ და რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, როგორც დემოკრატიულ პარტიას და ჩვენს მებრძოლ გუნდს შეეფერება, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ამ მოღალატეთა ქვეყნის დამაქცეველი რეჟიმის წინააღმდეგ. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დეპუტაციას და ჩვენს გუნდს ოლიგარქთან ბრძოლის ყველა მშვიდობიან და პრინციპულ ფრონტზე. მჯერა ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ. საქართველოში აუცილებლად გათენდება!”, – წერს ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშითურნავა: პირობას გაძლევთ, სულ მალე აღორძინებას ყველა იგრძნობს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილმა შუქრუთის მოშიმშილეები მოინახულა