ბარამიძე – ე.წ. პარლამენტი არალეგიტიმური იყო 6 თვის წინაც და არალეგიტიმურია ახლაც

უნდა მიიღოს თუ არა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება “ნაციონალურმა მოძრაობამ”- ამ საკითხზე ენმ-ში კონსულტაციები გრძელდება.

პარტიის წევრებს შორის პოზიციები იყოფა. პარლამენტში შესვლის მოწინააღმდეგეთა შორის არის გიორგი ბარამიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებული პარლამენტი არალეგიტიმურია.

“ყველა პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და მისი სიტყვისადმი ხალხის ნდობა… თუ ჩვენ 2020 არჩევნების შემდეგ ვთქვით, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული და ე.წ. პარლამენტი არის არალეგიტიმური, არალეგიტიმური იყო ის 6 თვის წინ, 2 თვის წინ და არალეგიტიმური არის ახლაც”,- თქვა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ნაჩქარევად აფასებს
შემდეგი სტატიადეკანოიძე პარლამენტში შესვლაზე – ახალ რეალობაში აღმოვჩნდით