ბარამიძე: ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არაფერი შესათანხმებელი არ გვაქვს

ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არაფერი შესათანხმებელი არ გვაქვს და არაფერში არ შევუთანხმდებით, ეს არის კიბო ჩვენი საზოგადოების სხეულზე, რომელიც უნდა მოვიცილოთ, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.

„პოლიტსაბჭოზე განხილვის თემა იქნება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, შიმშილობა და მისი გმირული თავგანწირული ნაბიჯი არის უმნიშვნელოვანესი სტიმული თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ვებრძოლოთ ამ პუტინისტურ რეჟიმს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაშია. მიხეილ სააკაშვილი პუტინის ტყვეობაში მოშიმშილე გვამხნევებს და გვაძლევს ვაჟკაცური ბრძოლის მაგალითს. ბუნებრივია, ეს არის როგორც საპროტესტო აქციები, ასევე რეჟიმის არალეგიტიმურობის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად მეორე ტურებში მთელს ოპოზიციასთან ერთად დიდი ბრძოლა უნდა გავმართოთ, რაც იქნება სერიოზული ნაბიჯი საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, თუ მანამდე საერთაშორისო საზოგადოებასთან და უკრაინის მთავრობასთან ერთად ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მანამდე მოვახერხოთ.

კოორდინაცია უკრაინის მთავრობასთან არ გვაქვს, მათ ჩვენთან კოორდინაცია არ სჭირდებათ. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, თუ რას აპირებს იგი“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშისაოლქო კომისიებში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო სუბიექტების მიერ 1702 საჩივარია წარდგენილი
შემდეგი სტატიაცისკარიშვილი გახარიას განცხადებას შუაშისტურს უწოდებს