ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პუტინმა ამერიკის ორი პრეზიდენტი „გადააგდო“, მაგრამ ამჯერად ამას ვერ შეძლებს

თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც სირიის კონფლიქტსა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვლადიმირ პუტინს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ რუსმა სეპარატისტებმა უკრაინის აღმოსავლეთში სამშვიდობო ზავი უნდა დაიცვან. ბარაკ ობამამ ასევე მოუწოდა რუსეთს, დაუშვას კონფლიქტის ზონაში ეუთო-ს სპეციალური სამონიტორინგო მისიის ვიზიტი.

თეთრი სახლის პრესამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა შეთანხმების სწრაფად მიღწევის მნიშვნელობას იმისათვის, რომ უკრაინაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ეუთო-ს სტანდარტების შესაბამისი იქნება.

banner
წინა სტატიაში„კანონმდებლობა არ ზღუდავს, რომ წახალისდეს სტუდენტი“ – ნარმანია გერგედავას დაფინანსების შესახებ
შემდეგი სტატიამთავრობა კერძო სექტორს მიწების რეგისტრაციაში სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაეხმარება