ბარაკ ობამას ინტერვიუ – აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინზეც ისაუბრა

ბარაკ ობამამ პუტინს ორი კვირა მისცა მოსაფიქრებლად

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე ბარაკ ობამამ გამოცემა ატლანტიკთან ინტერვიუში განვლილი წლების განმავლობაში მიღებულ რთულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და შეერთებული შტატების საერთაშორისო როლზე ისაუბრა.

ობამამ ვლადიმერ პუტინის შესახებაც ვრცლად ილაპარაკა და ჟურნალისტს რუსეთის პრეზიდენტის შესახებ პირადი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„თავაზიანი და გულახდილი“ – ასე დაახასიათა თავისი რუსი კოლეგა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. მისი თქმით, პუტინი ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს შეერთებული შტატების მეგობრად, რადგან ის არ არის სულელი და ესმის, რომ რუსეთის ზოგადი პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად შესუსტებულია.

banner
წინა სტატიაში“მაესტროს” საქმე – გაჩეჩილაძეების ადვოკატი სასამართლოში სარჩელს შეიტანს
შემდეგი სტატია“გაკვირვებული ვარ” – კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რაჭველს პასუხობს