ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვადა გაახანგრძლივა

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს მიღებული სანქციების ვადა გაახანგრძლივა და ძალაში კიდევ ერთი წლით დატოვა. თეთრი სახლის ცნობით, ამის მიზეზი უკრაინის მოვლენები გახდა.
ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის.

ყირიმის ანექსიის გამო, ორი წლის წინ მიღებული სანქციების ვადა 6 მარტს იწურებოდა. შავ სიაში უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ, მაღალი თანამდებობის მქონე რუსი პოლიტიკოსები შედიან.

 

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს