ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედროები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს აკვირდებოდნენ

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედოები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს აკვირდებოდნენ. მან აღნიშნა, რომ არქივში არის უცნობი ობიექტების ფოტოები – “სიენენი” წერს.

ობამამ გაიხსენა, რომ თეთრ სახლში მისვლის პირველ დღეებშივე იკითხა, აქვს თუ არა აშშ-ს სპეციალური საცავი, სადაც ამოუცნობი ობიექტების ხომალდები ან მათი არსებობის სხვა დამადასტურებელი მტკიცებულებები ინახება. მაშინ მას ამ შეკითხვაზე მიუგეს, რომ ასეთი საცავი არ არსებობს. “არსებობს ობიექტების ჰაერში გადაღებული კადრებიც და ჩანაწერებით, თუმცა ჩვენ არ ვიცით ეს რა არის. ჩვენ ვერ ვხსნით როგორ მოძრაობდნენ ისინი, მათ ტრაექტორიას. მათ არ ქონდათ ადვილად ასახსნელი სქემა” – თქვა ბარაკ ობამამ.

გამოცემის ინფორმაციით, მომდევნო თვეს ეროვნული უსაფრთხოების დაზვერვის დირექტორის კანცელარია და თავდაცვის სამინისტრო კონგრესს მოხსენებას წარუდგენს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია სამხედროებსა და დაზვერვას აქვს .
როგორც აშშ-ს სამხედრო და დაზვერვის სფეროს მაღალჩინოსანი თვითმხილველები ამბობენ, ამოუცნობი ობიექტების ტექნოლოგია 100-1000 წლით წინ უსწრებს ჩვენსას. “მიმდინარე მომენტში ჩვენ მათგან თავის დაცვას ვერ მოვახერხებთ” – აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა ოფიცერმა შონ კეხილმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა და პაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Online – ყველაფერი ხელოვნული ინტელექტის შესახებ დღეს იწყება