ბარაკ ობამა ვარაუდობს, რომ რუსეთი შესაძლოა, ეცადოს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინოს

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ამერიკის გამარჯვებაა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვარაუდობს, რომ რუსეთი შესაძლოა, ეცადოს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბარაკ ობამამ NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გამოძიების ფედერალური ბიურო დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის წევრების ინტერნეტში გასაჯაროების საქმეს სწავლობს.

“მე ვიცი, რომ ექსპერტები ამას რუსებს უკავშირებენ. ჩვენ ვიცით, რომ რუსები ჰაკერულ თავდასხმას ახორციელებენ ჩვენ სისტემებზე, არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ კერძო სისტემებზეც”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

19 ათასი ელექტრონული წერილის გასაჯაროების გამო დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე დები ვასერმან-შულცი გადადგა. დემოკრატების ნაციონალური კომიტეტის წევრების მიმოწერის თანახმად, ისინი შიდაპარტიული არჩევნების დროს მხარს აშკარად ჰილარი კლინტონს უჭერდნენ. ამავე მიმოწერებიდან ირკვევა, რომ პარტიული მაღალჩინოსნები ცდილობდნენ კლინტონის მთავარი მოწინააღმეგის, ბერნი სანდერსის დისკრედიტაციას, კერძოდ კი მისთვის პრაიმერებში გამარჯვებაში ხელის შეშლას.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: განათლების მინისტრი ყველაზე დეპოლიტიზებული მინისტრია
შემდეგი სტატიალავროვი: რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს