21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ბარაკ ობამა – უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებას წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებას წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას.

„გუშინ უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვება, ისევე როგორც 2023 წელს პოლონეთის არჩევნებში, დემოკრატიის გამარჯვებას წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. რაც ყველაზე მთავარია, ეს უნგრელი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის დასტურია და ყველა ჩვენგანისთვის შეხსენებაა, რომ სამართლიანობისკენ, თანასწორობისა და კანონის უზენაესობისკენ სწრაფვა გავაგრძელოთ“, – წერს ობამა X-ზე.

შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისა“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს. უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, ბრძოლისკენ