აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღიარა, რომ მას არ უყვარს სელფის გადაღება, რადგანაც ის სხვა ადამიანურ ურთიერთობას უშლის ხელს, მაგალითად, ხელის ჩამორთმევას. პრეზიდენტმა საკუთარი აზრი სპრინგფილდში, კულტურის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას დააფიქსირა.
“სმარტფონები რომ ყოფილიყო მაშინ, როცა მე პირველად გადავწყვიტე საპრეზიდენტო კომპანიის დაწყება, ვეჭვობ, რომ საერთოდ არ მომინდებოდა პრეზიდენტი გავმხდარიყავი – იმიტომ, რომ ახლა ადამიანებს ტელეფონები აქვთ და მათ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევაც არ უნდათ” – განაცხადა ობამამ.
“ასე, რომ ჩვენ დღეს არ გადავიღებთ სელფს, მაგრამ ჩამოვართმევთ ხელს იმდენჯერ, რამდენჯერაც გნებავთ” – მიმართა მან დამსწრეებს.
გასულ თვეს ობამამ მამაკაცის თხოვნას, მასთან გადაეღო სელფი, უარით უპასუხა.