ბარაკ ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს უჭერს მხარს

„მე ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, თუმცა ვთხოვე ჩემს მრჩეველებს ასეთი ვარიანტი განიხილონ–ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჰილარი კლინტონს უჭერს.

ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა დემოკრატ კანდიდატს ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი უწოდა და მის მხარდამჭერ აქციას დაესწრო.
ობამა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გამართულ აქციაზე სიტყვითაც გამოვიდა.

„მე დღეს აქ ვარ, ვინაიდან მჯერა ჰილარი კლინტონის. ამ პოსტზე უფრო მეტად კვალიფიციური ქალი ან მამაკაცი კანდიდატი არასოდეს ყოფილა. ეს სიმართლეა“, – განაცხადა ობამამ.
თეთრი სახლის ლიდერს მიმართვისას რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი არ უხსენებია, თუმცა, გამოსვლაში მისი საწინააღმდეგო ფრაზებიც გაისმა. „მე ვიცი რას ამბობს სხვა კანდიდატი იმისათვის რომ ამერიკა კიდევ ერთხელ დიდებული ქვეყანა გახდეს“, – აღნიშნა ობამამ.
დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა საბოლოოდ 25-28 ივლისს გაირკვევა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ხაბაძე გადადგა
შემდეგი სტატია“თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება