ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო გამოსვლისთვის ემზადება

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

2 დღეში ბარაკ ობამა ამერიკელ ხალხის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგება. კონგრესში დაგეგმილ გამოსვლამდე თეთრი სახლის შტაბის უფროსმა დენის მაკდონომ პრეზიდენტის გამოსვლის ზოგიერთი დეტალი გაამხილა.

როგორც მოსალოდნელია ბარაკ ობამა მისი პრეზიდენტობის პერიოდის შეჯამებას დაუთმობს. ის ყურადღებას იარაღის კონტროლის თემაზე გაამახვილებს, ასევე ისაუბრებს შეერთებული შტატების მომავლის მისეულ ხედვაზე.

12 იანვარს ბარაკ ობამას გამოსვლა მის მეორე საპრეზიდენტო ვადაში ბოლოა.

banner
წინა სტატიაშისუს-მა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაპედაგოგებისა და პედაგოგობის მსურველთა გამოცდები ამ წუთებში იწყება