ბაქრაძე: შესაბამის ფორმატში დიალოგი პრობლემა არ არის, პრობლემაა როცა ამას რუსეთისგან ვიგებთ

“რა თქმა უნდა შესაბამისს ფორმატში და კონტექსტში რუსეთთან დიალოგი პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა არის ის, როდესაც საზოგადოება ამ დიალოგის შესახებ იგებს რუსული მხარისგან და მით უმეტეს ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ ქართული ოცნების წინააღმდეგობას პარლამენტში, რომ არ დაუჭირონ მხარი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რასაც სთავაზობს “ევროპული საქართველო”.

ბუნებრივია, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს იმის თაობაზე, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა, რა შედეგი დადგა და რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრა ჩვენს დეკლარირებულ პოლიტიკურ ამოცანებს. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია ამ ლეგიტიმურ კითხვებზე გასცეს დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი საზოგადოებას, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხად მიიღებს სრულიად ლეგიტიმურ და კანონიერ უნდობლობას საზოგადოების მხრიდან. ”- ასე აფასებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას.

ისინი ნიუ-იორკში გაეროს სამიტის ფარგლებში ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო.

banner
წინა სტატიაშიივანე მაჭავარიანი – წლის ბოლომდე ლარი გამყარებას დაიწყებს
შემდეგი სტატიაწინა ხელისუფლებასთან შედარებით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უკეთესი სტანდარტი გვაქვს – მამუკა ვასაძე